---
title: "მუხლი 378 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/378"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "378"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 378 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 378 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/378

1. თუ ტვირთი დანიშნულების სადგურში არ იქნა მიტანილი დადგენილ ვადაში‚ ტვირთმიმღები ვალდებულია, წარუდგინოს სადგურს ქვითრის დედანი ან სათანადოდ გაფორმებული ასლი ტვირთის მიღების შესახებ. დანიშნულების სადგური, გაგზავნის სადგურის მეშვეობით, ვალდებულია, დარწმუნდეს ტვირთის მიუტანლობისა და ქვითრის ნამდვილობის ფაქტში. შეკითხვის მიღების შემდეგ ერთი დღე-ღამის ვადაში გაგზავნის სადგური მოვალეა, დანიშნულების სადგურს გასცეს პასუხი ზედნადების ყველა გრაფის მონაცემის მითითებით, ტვირთის გასაგზავნად მიღების დავთრის თანახმად. თუ ტვირთის მიუტანლობის ფაქტი დადასტურდა, დანიშნულების სადგურის უფლებამოსილმა მუშაკმა წარდგენილ ქვითარში უნდა შეიტანოს აღნიშვნა „ტვირთი არ მოსულა“ და დაამოწმოს იგი დანიშნულების სადგურის კალენდარული შტემპელითა და თავისი ხელმოწერით.

2. იმ ტვირთის ძებნას‚ რომელიც ტვირთის მიღების ქვითარში აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიტანილი დანიშნულების ადგილში‚ ტვირთმიმღების განცხადებით აწარმოებს დანიშნულების სადგური.

3. ტვირთის ძებნის მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად ტვირთმიმღები წარმოადგენს ტვირთის მიღების ქვითარს‚ ხოლო მისი უქონლობისას – მიმწოდებლის ანგარიშ-ფაქტურას (დედანს ან ასლს) ან მიმწოდებლის (ტვირთგამგზავნის) დოკუმენტს‚ რომელიც ანგარიშ-ფაქტურის შემცვლელია‚ თუ აღნიშნულ დოკუმენტებში არის მონაცემები ტვირთის გვარეობის‚ გაგზავნის თარიღის‚ გაგზავნისა და დანიშნულების სადგურისა და რკინიგზის‚ იმ ზედნადების ნომრის შესახებ‚ რომლითაც ტვირთი გადასაზიდად ჩაბარდა‚ აგრეთვე ვაგონის (სავაგონო გზავნილის დროს) ან კონტეინერის ნომრის შესახებ, თუ ტვირთი კონტეინერში გაიგზავნა.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/377.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/379.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
