---
title: "მუხლი 38 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/38"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "38"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 38 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 38 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/38

1. გაჩერებულ მოხსნილ ვაგონში აიწონება დაყრით გადასაზიდი მარცვლეული და პურეული ტვირთი, პარკოსანი კულტურის თესლი, კომბინირებული საკვები, ქატო, დაყრით გადასაზიდი კარტოფილი, ბოსტნეული, ბაღჩეული, დაუპაკეტებელი ფერადი ლითონი და ფერადი ლითონის ჯართი, სასურსათო და ჩამოსასხმელი ტვირთი, გარდა სპირტის, ღვინის და ღვინომასალისა. სხვა სახის ტვირთი აიწონება გაჩერებულ მოუხსნელ ან მოძრავ ვაგონში იმ სასწორზე, რომელიც განკუთვნილია ასეთი ტიპის აწონისათვის.

2. ვაგონის (კონტეინერის) ტარის წონა განისაზღვრება ვაგონზე (კონტეინერზე) მითითებული ტარფარეტის შესაბამისად. თუ ტვირთგამგზავნს აქვს ვაგონის სასწორი, ნებადართულია ვაგონის ტარის აწონვა ზედნადების გრაფაში „გადას. ტარა” ვაგონის ტარის ფაქტობრივი წონის აღნიშვნით.

3. ვაგონ-რეფრ ი ჟ ე რატორებით გადასაზიდი ხორცის, მარცვლეულისა და სხვა მალფუჭებადი ტვირთის წონა განისაზღვრება სასაქონლო სასწორზე.

4. თუ ტვირთი გადაიზიდება მოსახსნელი მოწყობილობითა და სამაგრი რეკვიზიტებით, მათ შორის, ბოსტნეულის, პურეულის ფარებითა და სათბუნებლებით აღჭურვილი, ამ სამარჯვებისა და მასალების წონა არ შედის ტვირთის საერთო წონაში და მიეთითება ცალკე, ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები”. ამ შემთხვევაში, მოუხსნელი პურეულის ფარების წონა შედის ვაგონის ტარის მასაში.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/39.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
