---
title: "მუხლი 380 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/380"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "380"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 380 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 380 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/380

1. ტვირთის გადმოცლის შემდეგ ვაგონები (კონტეინერები) უნდა გაიწმინდოს შიგნიდან და გარედან, მოეხსნას ტვირთის დასამაგრებელი მოსახსნელი სამარჯვები, აგრეთვე წესრიგში იქნეს მოყვანილი არამოსახსნელი სამაგრი ინვენტარული სამარჯვები, მათ შორის ტურნიკეტები. ამ სამუშაოს ასრულებს ტვირთის ჩამომტვირთავი მხარე.

2. ვაგონი (კონტეინერი), ცისტერნებისა და ბუნკერული ნახევარვაგონების გარდა, დასუფთავებულად ითვლება, თუ ტვირთის გადმოცლის შემდეგ მოცილებულია დასატვირთად და ტვირთის გასამაგრებლად გამოყენებული მოსახსნელი სამარჯვები და მასალა, აგრეთვე, თუ ვაგონის (კონტეინერის) შიგნით და გარეთ, მათ შორის, ვაგონის კოჭებსა და ლ ი უკის სახურავზე, არ არის ტვირთის გროვა და იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ტვირთის ჩასატვირთად.

3. ცისტერნები და ბუნკერული ნახევარვაგონები დასუფთავებულად ითვლება, თუ ვაგონის ქვაბისა და ბუნკერის შიდა ზედაპირიდან მოცილებულია ტვირთის ნარჩენები. ამ შემთხვევაში, ზედა გადმოსასხმელიან ცისტერნიდან გადმოსხმის შემდეგ ტვირთის გადმოუსხმელი ნარჩენი შეიძლება შეადგენდეს არა უმეტეს 1 სმ-ს ხუფის ქვეშ გაზომვით.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/379.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/381.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
