---
title: "მუხლი 389 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/389"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "389"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 389 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 389 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/389

1. მისასვლელი ლიანდაგის საექსპლუატაციოდ მიღების შემდეგ მისი მოსარგებლე, რკინიგზასთან ერთად, შეიმუშავებს მისასვლელ ლიანდაგზე მოძრაობის მომსახურებისა და ორგანიზაციის წესს, რომელსაც ხელს აწერს შესაბამისი სადგურისა და მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის უფლებამოსილი პირი და ამტკიცებს რკინიგზა.

2. მისასვლელ ლიანდაგზე მოძრაობის მომსახურებისა და ორგანიზაციის წესით განისაზღვრება მისასვლელ ლიანდაგზე ბრუნვისთვის დასაშვები შემადგენლობების (მატარებლების) წონის ნორმა და სიდიდე‚ მოძრაობის მაქსიმალურად დასაშვები სიჩქარე‚ ლოკომოტივის ტიპი‚ სამანევრო გადაადგილების პირობები‚ ისრული გადამყვანების მდებარეობა‚ სიგნალების არსებობა და განლაგება‚ ვაგონების დამაგრების ნორმები და სხვა პირობები‚ რომლებიც დაკავშირებულია მატარებლის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან. მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური აღჭურვილობისა და მისი მუშაობის ტექნოლოგიის შეცვლის შემთხვევაში, აღნიშნულ წესში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები.

3. პირებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მატარებლის მოძრაობასა და სამანევრო მუშაობასთან‚ აგრეთვე ტვირთის დატვირთვა-დამაგრებასა და გადმოტვირთვაზე პასუხისმგებელ პირებს, უნდა გააჩნდეთ რკინიგზის მიერ გაცემული მოწმობა, რომელიც ადასტურებს მათ პროფესიულ შესაბამისობას. აღნიშნული მოწმობის გარეშე ისინი სამუშაოდ არ დაიშვებიან‚

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/388.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/390.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
