---
title: "მუხლი 390 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/390"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "390"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 390 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 390 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/390

1. თითოეულ მისასვლელ ლიანდაგს უნდა ჰქონდეს ტექნიკური პასპორტი‚ გეგმა, გრძივი პროფილი და ხელოვნურ ნაგებობათა ნახაზი.

2. ტექნიკურ პასპორტში აღინიშნება რელსის‚ შპალის‚ ბალასტის‚ მიწის ვაკისის‚ ხელოვნური ნაგებობის‚ სასასწორო ხელსაწყოების‚ ვაგონის დასატვირთი‚ გადმოსატვირთი‚ გასაწმენდი‚ გასარეცხი მოწყობილობისა და მექანიზმის‚ სამანევრო მოწყობილობის‚ ჯალამბრის‚ სამრეწველო სადგურის‚ გორაკის‚ ნახევარგორაკის‚ გამწოვი ლიანდაგის‚ სიგნალიზაციის‚ ცენტრალიზაციის‚ ბლოკირების და სამატარებლო-სამანევრო მუშაობისას გამოსაყენებელი კავშირგაბმულობის მოწყობილობის‚ სხვა ხელსაწყოებისა და მექანიზმების ტექნიკური მახასიათებლები. აღნიშნული დოკუმენტაცია, მისასვლელი ლიანდაგის საექსპლუატაციოდ მიღებისას, წარედგინება რკინიგზას მისივე მოთხოვნით.

3. ახალი ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღების ან მისი დახურვის შემდეგ, მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლეს ტექნიკურ პასპორტში შეაქვს შესაბამისი ცვლილება და ტექნიკური პასპორტის ერთ ეგზემპლარს, შეტანილი ცვლილებით, გადასცემს რკინიგზას. რკინიგზა ვალდებულია, ეს ცვლილება ასახოს მომიჯნავე სადგურის ტექნიკურ-განმკარგულებელ აქტში და გააფორმოს მისასვლელი ლიანდაგის უწყისი, რომელიც წარმოადგენს მის დანართს.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/389.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/391.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
