---
title: "მუხლი 391 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/391"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "391"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 391 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 391 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/391

1. მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის თანხმობით, რკინიგზას შეუძლია მისასავლელი ლიანდაგის გამოყენება, მათ შორის‚ სამანევრო სამუშაოების მოწყობისა და ვაგონების დროებითი განლაგებისთვის.

2. შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, რკინიგზას შეუძლია საერთო მოხმარების სარკინიგზო ლიანდაგი გადასცეს სხვა პირს ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში. ამ შემთხვევაში მისი მომსახურება ხორციელდება მისასვლელი ლიანდაგის მომსახურების ანალოგიურად. საერთო მოხმარების სარკინიგზო ლიანდაგით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეთა შორის იდება ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულება.

3. იმ საერთო მოხმარების სარკინიგზო ლიანდაგის მიმდინარე ტექნიკურ მოვლა-შენახვას, რომელიც დროებით სასყიდლიან სარგებლობაშია გადაცემული, მოსარგებლის ხარჯით, უზრუნველყოფს რკინიგზა.

4. დაკავებული ტერიტორიისა და ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის ფრონტის ფარგლებში მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე უზრუნველყოფს მის განათებას და ნაგვისა და თოვლისგან გაწმენდას.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/390.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/392.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
