---
title: "მუხლი 397 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/397"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "397"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 397 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 397 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/397

1. მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები იდება მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური პასპორტის მონაცემების‚ მისი გეგმის‚ გრძივი პროფილისა და ხელოვნურ ნაგებობათა ნახაზის გათვალისწინებით.

2. მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებების დადებამდე რკინიგზა, მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლესთან ერთად, ამოწმებს მისასვლელ ლიანდაგს და მის ტექნიკურ აღჭურვილობას. შემოწმების შედეგები ფორმდება რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგის შემოწმების აქტით, რომლის ტიპური ფორმა მოცემულია ამ წესების დანართში.

3. მისასვლელი ლიანდაგის შემოწმების აქტს ხელს აწერს სადგურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი და მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე. საჭიროებისას‚ მისასვლელი ლიანდაგის შესამოწმებლად შეიძლება მოწვეული იყოს მოძრაობის უსაფრთხოების რევიზორი‚ სალიანდაგო დისტანციის გზის ოსტატი და რკინიგზის სხვა შესაბამისი სპეციალისტები. მისასვლელი ლიანდაგის შემოწმებას ხელმძღვანელობს სადგურისა და მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

4. შემოწმების მონაწილე მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე ხელს აწერს მისასვლელი ლიანდაგის შემოწმების აქტს‚ ხოლო, თუ იგი არ ეთანხმება აქტში შეტანილ მონაცემებს‚ ხელს აწერს აქტსა და წერილობით აყალიბებს თავის განსაკუთრებულ მოსაზრებას.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/396.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/398.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
