---
title: "მუხლი 412 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/412"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "412"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 412 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 412 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/412

1. ვაგონის ყოფნის დროდ მისასვლელ ლიანდაგზე მიიჩნევა:
ა) არა უადრეს შეტყობინებაში მითითებული დრო – თუ ვაგონის მიწოდება-გამოყვანა მოხდა შეტყობინებით;
ბ) არა უადრეს განრიგით გათვალისწინებული ვადა – თუ ვაგონის მიწოდება-გამოყვანა მოხდა განრიგის მიხედვით;
გ) არა უადრეს წინა მიწოდების შემდეგ დაწესებული ინტერვალის გასვლის დრო – თუ ვაგონის მიწოდება-გამოყვანა მოხდა ინტერვალების ხანგამოშვებით.

2. თუ ვაგონები რკინიგზამ შეტყობინების გარეშე მიაწოდა, ვაგონები ეთვლება ტვირთმიმღებს‚ ტვირთგამგზავნს ან მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლეს და მათი ყოფნის დრო მისასვლელ ლიანდაგზე იანგარიშება ვაგონების ფაქტობრივი მიწოდების შემდეგ 2 საათის გასვლამდე.

3. თუ ვაგონები მიწოდებულია შეტყობინებაში მითითებულ ვადაზე გვიან, ვაგონების ყოფნის დრო მისასვლელ ლიანდაგზე აითვლება მათი ფაქტობრივი მიწოდების მომენტიდან. თუ დაგვიანება 2 საათს აღემატება‚ მაშინ რკინიგზა ვალდებულია‚ კვლავ შეატყობინოს ტვირთმიმღებს, ტვირთგამგზავნს ან მისასვლელი ლიანდაგის მოსარგებლეს მომავალი მიწოდების შესახებ.

4. ( ამოღებულია).
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №1-1/1524 – სსმ III, №4, 10.01.2007წ., მუხ.30

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/411.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/413.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
