---
title: "მუხლი 413 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/413"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "413"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 413 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 413 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/413

1. თუ დასატვირთ-გადმოსატვირთად მისასვლელ ლიანდაგზე მიწოდების მოლოდინში ვაგონები დაყოვნდა სადგურში ტვირთმიმღების ან მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის მიზეზით, დგება საერთო ფორმის აქტი.

2. თუ მომიჯნავე სადგურში მიუღებლობის გამო დატვირთული ვაგონები ტვირთმიმღების ან მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის მიზეზით დაყოვნდა შუალედურ სადგურში, და მომიჯნავე სადგურს არ გააჩნია ვაგონების დასაგროვებლად საჭირო ტექნიკური საშუალებები‚ რკინიგზის უფლებამოსილი პირი გასცემს ვაგონების დაყოვნების განკარგულებას შუალედურ სადგურში. ამის საფუძველზე, შუალედური სადგური ვაგონების დაყოვნების თაობაზე ატყობინებს ტვირთმიმღებს ან მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლეს და ავსებს საერთო ფორმის აქტს.

3. თუ ვაგონების დაყოვნება მისასვლელ ლიანდაგზე გამოწვეულია სტიქიური უბედურების, საომარი მოქმედების‚ ბლოკადის‚ ეპიდემიის ან სხვა დაუძლეველი ძალის‚ აგრეთვე ტვირთგამგზავნთან‚ ტვირთმიმღებთან ან მისასვლელი ლიანდაგის მოსარგებლესთან მომხდარი ავარიის გამო‚ რის შედეგად შეწყდა მათი ძირითადი საწარმოო საქმიანობა‚ ფორმდება საერთო ფორმის აქტი, რომელსაც თან უნდა დაერთოს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა მისასვლელ ლიანდაგზე დატვირთვა-გადმოტვირთვის შეუძლებლობის შესახებ.
თავი XXVIII
ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესი

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/412.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/414.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
