---
title: "მუხლი 414 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/414"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "414"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 414 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 414 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/414

1. გარემოება, რომელიც გადაზიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, დასტურდება კომერციული, ტექნიკური და საერთო ფორმის აქტებით.

2. კომერციული აქტი ადასტურებს:
ა) ტვირთის დასახელების‚ მასისა და ადგილების რაოდენობის შეუსაბამობას გადაზიდვის დოკუმენტში აღნიშნულ მონაცემებთან;
ბ) ტვირთის დაზიანებას (გაფუჭებას);
გ) უსაბუთო ტვირთის აღმოჩენას ან გადაზიდვის დოკუმენტების გამოვლენას ტვირთის გარეშე;
დ) დატაცებული ტვირთის დაბრუნებას რკინიგზისთვის;
ე) ტვირთის გაცემის დოკუმენტების გაფორმებიდან 24 საათის განმავლობაში რკინიგზის მიერ ტვირთის გადაუცემლობას მისასვლელ ლიანდაგზე. ამ შემთხვევაში კომერციული აქტი დგება მხოლოდ ტვირთმიმღების მოთხოვნით.

3. ტვირთმიმღების თხოვნით, რკინიგზას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ტვირთის მდგომარეობის, მასისა და ადგილების რაოდენობის შემოწმებაში და, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გარემოების გამოვლენისას, შეადგინოს კომერციული აქტი.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/413.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/415.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
