---
title: "მუხლი 416 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/416"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "416"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 416 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 416 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/416

1. მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვისას კომერციული აქტის პირველ ეგზემპლარს დაერთვის სათანადოდ დამოწმებული ხარისხის სერტიფიკატი ან ხარისხის მოწმობის ასლი‚ რომელიც შედგენილია სადგურის უფლებამოსილი მუშაკის მიერ დედანი დოკუმენტის საფუძველზე, მისი გვარ-სახელისა და თანამდებობის მითითებით.

2. თუ კომერციული აქტი დგება იმ მალფუჭებადი ტვირთის გაფუჭების თაობაზე‚ რომელიც გადაიზიდება მომსახურე ბრიგადის თანხლებით სარეფრიჟერატორო სექციებში‚ კონტეინერებში ან ენდოკრინული ნედლეულის გადამზიდ ავტონომიურ სარეფრიჟერატორო ვაგონებში, კომერციული აქტის პირველ ეგზემპლარს დაერთვის ამონაწერი ვუ-85 ფორმის სამუშაო ჟურნალიდან გზაში ტემპერატურული რეჟიმის თაობაზე‚ რომელსაც ხელს აწერს სარეფრიჟერატორო სექციის‚ კონტეინერის‚ ენდოკრინული ნედლეულის გადამზიდი ავტონომიური სარეფრიჟერატორო ვაგონის მომსახურე ბრიგადის ხელმძღვანელი. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით და გადმოტვირთვის სადგურის ბეჭდით, ამ მუშაკის გვარ-სახელისა და თანამდებობის მითითებით. ამ შემთხვევაში‚ კომერციულ აქტში აღინიშნება სარეფრიჟერატორო სექციის‚ კონტეინერის‚ ენდოკრინული ნედლეულის გადამზიდი ავტონომიური სარეფრიჟერატორო ვაგონის გადმოტვირთვის წინ არსებული ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელობა.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/415.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/417.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
