---
title: "მუხლი 418 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/418"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "418"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 418 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 418 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/418

1. თუ ერთი ტვირთგამგზავნის მიერ ერთი ტვირთმიმღების მისამართით დაყრით ან ჩაყრით გამოგზავნილი ერთგვაროვანი ტვირთის მიტანისას წესივრულ ვაგონებში გამოვლინდა დანაკლისი, რომელიც აღემატება ასეთი ტვირთის მასის ბუნებრივი კლების ნორმასა და ნეტო მასის გაზომვათა ცდომილებას‚ აგრეთვე ნამეტის შემთხვევაში‚ რომელიც შეადგენს სხვაობას გაგზავნის სადგურში განსაზღვრულ ტვირთის მასასა და დანიშნულების სადგურში განსაზღვრულ მასას შორის‚ ნეტო მასის გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით‚ თუ იგი აღმოჩენილია ცალკეულ გზავნილებად გადაზიდული ტვირთის მიმართ მოცემულ კალენდარულ დღე-ღამეში შემოწმებისას‚ ფორმდება ერთი კომერციული აქტით.

2. დაყრით‚ ჩაყრით ან ჩასხმით‚ გზაში გადაცლით ან გადატვირთვით გადაზიდული ტვირთის დანაკლისი ან ნამეტი‚ რომელიც ერთმა ტვირთგამგზავნმა გაგზავნა ერთი ტვირთმიმღების მისამართით და მიტანილია წესივრულ ვაგონებში‚ სვლის გზაზე დანაკარგის ნიშნების გარეშე‚ განისაზღვრება ერთდროულად გაცემული ტვირთის მთელი პარტიის შემოწმების შედეგების მიხედვით და ფორმდება ერთი კომერციული აქტით.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/417.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/419.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
