---
title: "მუხლი 419 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/419"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "419"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 419 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 419 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/419

1. კომერციულ აქტში, თითოეული გზავნილის მიხედვით, აღინიშნება ვაგონის ნომერი‚ სახეობა‚ საკეტ-საპლომბი მოწყობილობის რაოდენობა და მასზე აღბეჭდილი ინფორმაცია‚ აგრეთვე გადაზიდვის დოკუმენტებში აღნიშნული და ფაქტობრივად არსებული ტვირთის ადგილების რაოდენობა და მასა. თუ ტვირთის მასა განისაზღვრა სავაგონო სასწორზე, კომერციულ აქტში აღინიშნება ვაგონის ბრუტო მასა‚ ტარის მასა (ტრაფარეტით ან სასწორზე შემოწმებული) და ნეტო მასა. ვაგონების ხელახალი აწონვის მონაცემები აღინიშნება ნუსხაში‚ რომელიც დაერთვის კომერციულ აქტს. ნუსხას ხელს აწერს კომერციული აქტის ხელმომწერი პირი.

2. სადგური, ამ წესებით გათვალისწინებული ფორმის ბლანკზე და სასტამბო ნუმერაციით, სამ ცალად ადგენს კომერციულ აქტს და ავსებს მას კომპიუტერზე ან საბეჭდ მანქანაზე გადახაზვის‚ ამოშლისა და გასწორების გარეშე. ტვირთის დანაკლისის და დატაცების შემთხვევაში კომერციული აქტი დგება ოთხ ცალად.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/418.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/420.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
