---
title: "მუხლი 420 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/420"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "420"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 420 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 420 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/420

1. თითოეულ კომერციულ აქტზე დაისმის სადგურის სტრიქონული შტემპელი.

2. კომერციული აქტის პირველ ეგზემპლარს რკინიგზა იყენებს იმ გარემოების გამოსაკვლევად‚ რომელიც გახდა მისი შედგენის საფუძველი.

3. თუ კომერციული აქტი შედგენილია დანიშნულების სადგურზე‚ მაშინ აქტის მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ტვირთმიმღებს, მისი მოთხოვნით.

4. თუ კომერციული აქტი შედგენილია გაგზავნის ან გზად მდებარე სადგურში‚ მაშინ კომერციული აქტის მეორე ეგზემპლარი დაერთვის ზედნადებს ან საბარგო-საგზაო უწყისს და დანიშნულების სადგურამდე თან ახლავს ტვირთს. კომერციული აქტის შედგენის შესახებ აღინიშნება ზედნადების მეორე მხარეს, გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნები“‚ სადაც მიეთითება კომერციული აქტის ნომერი‚ მისი შედგენის თარიღი და შედგენის საფუძველი. ამ ჩანაწერს თავისი ხელმოწერით ამოწმებს სადგურის უფლებამოსილი მუშაკი და მასზე დაესმის კომერციული აქტის შემდგენელი სადგურის შტემპელი.

5. კომერციული აქტის მესამე ეგზემპლარი ინახება აქტის შემდგენელ სადგურში.

6. ტვირთის დანაკლისის ან/და დატაცების შემთხვევაში კომერციული აქტის მეოთხე ეგზემპლარი გადაეცემა სატრანსპორტო პოლიციის შესაბამის განყოფილებას.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/419.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/421.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
