---
title: "მუხლი 424 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/424"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "424"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 424 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 424 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/424

თუ დანიშნულების სადგურში შემოწმებისას არ აღმოჩნდა სხვაობა გზად მდებარე სადგურში შედგენილი კომერციული აქტის მონაცემებსა და ტვირთის ფაქტობრივ მონაცემებს შორის‚ მაშინ დანიშნულების სადგური ვალდებულია‚ გზად მდებარე სადგურის კომერციული აქტის „68“ გრაფაში, ახალი კომერციული აქტის შეუდგენლად‚ გააკეთოს შემდეგი შინაარსის აღნიშნვა: “––––––––––––––––––„–––––––––, გაცემული ტვირთის შემოწმებისას სხვაობა ამ აქტთან შედარებით არ აღმოჩნდა“. ეს აღნიშნვა მოწმდება სადგურის სტრიქონული ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის შტემპელითა და 436-ე მუხლში მითითებული პირების ხელმოწერით. კომერციული აქტი რეგისტრირდება დაუცველ ტვირთზიდვაზე შედგენილი კომერციული აქტების აღრიცხვის წიგნში. კომერციული აქტების აღრიცხვის წიგნის რიგითი სარეგისტრაციო ნომერი გადაიტანება კომერციულ აქტში და აღინიშნება ამ აქტის სასტამბო ნომრის ქვეშ‚ რის შემდეგ გადაეცემა ტვირთმიმღებს, მისი მოთხოვნით. თუ გზად მდებარე სადგურში შედგენილი კომერციული აქტი გადაეცა ტვირთმიმღებს, მისი ასლი ინახება დანიშნულების სადგურში.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/423.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/425.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
