---
title: "მუხლი 427 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/427"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "427"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 427 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 427 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/427

1. კომერციულ აქტს ადგენს და ამ წესების 415-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში ხელს აწერს ტვირთმიმღები‚ თუ იგი მონაწილეობდა ტვირთის შემოწმებაში‚ და სადგურის სამი მუშაკი:
ა) სადგურის უფროსი (უფროსის მოადგილე) ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის უფროსი (უფროსის მოადგილე);
ბ) სატვირთო რაიონის უფროსი‚ პაკჰაუზის, საკონტეინერო მოედნის ან მახარისხებელი ბაქნის გამგე‚ მოვალეობათა განაწილების კვალობაზე;
გ) სადგურის მიმღებ-ჩამბარებელი ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის მიმღებ-ჩამბარებელი. თუ სადგურის საშტატო განრიგით ეს თანამდებობები არ არის გათვალისწინებული, მაშინ კომერციული აქტის ხელმოსაწერად შეიძლება მოწვეულ იქნეს სადგურის (დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის) სხვა უფლებამოსილი მუშაკი. ამ შემთხვევაში, კომერციულ აქტში კეთდება ჩანაწერი: „საშტატო განრიგში –––––––––––––––––– თანამდებობა არ არის“.

2. თუ ვაგონის ტარას ამოწმებს მიმღებ-ჩამბარებელი‚ რომელსაც გადმოტვირთვისას ტვირთის აწონვაში მონაწილეობა არ მიუღია‚ კომერციული აქტის „66“ გრაფაში აღინიშნება იმ მიმღებ-ჩამბარებელის გვარი‚ რომელიც მონაწილეობდა ტვირთის აწონვასა და ვაგონის ტარის შემოწმებაში. კომერციულ აქტს ხელს აწერს მიმღებ-ჩამბარებელი‚ რომელმაც შეამოწმა ვაგონის ტარა.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/426.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/428.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
