---
title: "მუხლი 43 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/43"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "43"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 43 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 43 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/43

1. განსხვავებული სიგანის ლიანდიან რკინიგზაზე ტვირთი გადასაზიდად მიიღება ამ წესებისა და ვაგონებზე (კონტეინერებზე) ტვირთის დამაგრებისა და განთავსების ტექნიკური პირობების შესაბამისად.

2. იმ ტვირთმიმღების მისამართით გასაგზავნად, რომელსაც აქვს ვიწრო ლიანდის სარკინიგზო ხაზის მოქმედების ზონაში განლაგებული მისასვლელი ლიანდი, ტვირთი გადასაზიდად მიიღება დანიშვნით საქართველოს რკინიგზის საერთო ქსელში ჩართულ სადგურებში.

3. ფართო ლიანდის მქონე სადგურიდან ვიწრო ლიანდის მქონე სადგურის მიმართულებით გადასაზიდად მიიღება მხოლოდ ტარიან-ცალეული ტვირთი, გარდა დახურულ ვაგონებში ჩატვირთული მძიმეწონიანი ან საფრთხეშემცველი ტვირთისა. ქაღალდის ტარაში (შეფუთვაში) მოთავსებული ტვირთის გადასაზიდად სხვადასხვა სიგანის ლიანდის სარკინიგზო ხაზზე, ტვირთგამგზავნი ვალდებულია ტვირთთან ერთად ვაგონში ჩატვირთოს ცარიელი ტომრები (კოლოფები), რომლის რაოდენობა უნდა იყოს ვაგონში ჩატვირთული ადგილების არანაკლებ 6 პროცენტისა.

4. ვიწროლიანდიანი სადგურისათვის განკუთვნილი ტვირთი გადასაზიდად მიიღება მხოლოდ იმ სადგურის თანხმობით, რომელსაც ესაზღვრება ვიწროლიანდიანი ხაზი.

5. თუ ტვირთი გადაიზიდება სვლის მთელ გზაზე შედგენილი დოკუმენტებით, მისი გადატვირთვა ერთი სიგანის ლიანდის ვაგონებიდან სხვა სიგანის ლიანდის ვაგონებში ხორციელდება ტვირთმიმღების (ტვირთგამგზავნის) მიერ. რკინიგზას ტვირთგამგზავნთან ან ტვირთმიმღებთან შეთანხმებით შეუძლია გადატვირთოს ასეთი ტვირთი, მათი ხარჯით.

6. ტარიან-ცალეული ტვირთი, რომელიც გადატვირთვის სადგურში მიტანილია წესივრული შეფუთვით, ერთი სიგანის ლიანდის ვაგონებიდან სხვა სიგანის ლიანდის ვაგონებში გადაიტვირთება ტვირთის ადგილების რაოდენობის შემოწმებით. ამ შემთხვევაში ტვირთის წონა ან ნაკეთობათა რაოდენობა მოწმდება მხოლოდ დაზიანებულ ადგილებში.

7. ტვირთი ვიწრო ლიანდის ვაგონებში თავსდება და მაგრდება დადგენილი ტექნიკური ნორმების მიხედვით.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/44.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
