---
title: "მუხლი 430 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/430"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "430"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 430 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 430 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/430

1. თუ სადგურის ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის უფლებამოსილი პირი უარს აცხადებს კომერციული აქტის შედგენაზე ან დადგენილი წესით გაფორმებაზე, ტვირთმიმღებს უფლება აქვს‚ ამის თაობაზე წერილობით განუცხადოს რკინიგზის სატვირთო და კომერციული მუშაობის სამსახურის უფლებამოსილ პირს. აღნიშნული განცხადება ადრესატს გადაეცემა უშუალოდ, ან სადგურის ანდა დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

2. განცხადება ტარდება რეგისტრაციაში რკინიგზის სატვირთო და კომერციული მუშაობის სამსახურში და მასზე აღინიშნება განცხადების წარდგენის თარიღი და დრო‚ აგრეთვე იმ პირის თანამდებობა და გვარ-სახელი‚ რომელმაც განცხადება ჩაიბარა. იგივე მონაცემები უნდა აღინიშნოს ტვირთმიმღებისთვის მიცემულ ხელწერილში‚ როდესაც განცხადების გადაცემა ხდება სადგურის ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

3. თუ რკინიგზის სატვირთო და კომერციული მუშაობის სამსახურის უფლებამოსილი პირი უარს აცხადებს კომერციული აქტის შედგენაზე ან დადგენილი წესით გაფორმებაზე‚ იგი ვალდებულია, მალფუჭებადი ტვირთის მიმართ – განცხადების მიღებიდან ერთი დღის, ხოლო სხვა ტვირთის მიმართ – სამი დღის განმავლობაში, აცნობოს ტვირთმიმღებს უარის მიზეზი.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/429.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/431.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
