---
title: "მუხლი 445 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/445"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "445"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 445 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 445 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/445

1. თუ ვაგონი (კონტეინერი), ღია მოძრავ შემადგენლობაზე გადასაზიდი ავტომობილი‚ ტრაქტორი და სხვა თვითმავალი ტექნიკა სადგურში გაიხსნა სასაზღვრო‚ საბაჟო‚ სანიტარიული‚ სავეტერინარო‚ ფიტოპათოლოგიური და სხვა სახის შემოწმების მოსაწყობად, მაშინ ამ წესების დანართით განსაზღვრული ფორმით, დგება ვაგონის (კონტეინერის) გახსნის აქტი.

2. საიმპორტო ტვირთის გადაზიდვისას სადგური ვაგონის (კონტეინერის) გახსნის აქტს ადგენს სამ ეგზემპლარად‚ ხოლო საექსპორტო ტვირთის გადაზიდვისას – ოთხ ეგზემპლარად. აქტის ერთი ეგზემპლარი, ვაგონიდან (კონტეინერიდან) მოხსნილ საკეტ-საპლომბ მოწყობილობასთან ერთად, რჩება აქტის შემდგენელ სადგურში‚ მეორე – დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტს და ტვირთს თან ახლავს დანიშნულების სადგურამდე‚ მესამე – გადაეცემა იმ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელს‚ რომლის მოთხოვნითაც გაიხსნა ვაგონი (კონტეინერი)‚ ხოლო მეოთხე ეგზავნება გაგზავნის სადგურს. აქტის მეოთხე ეგზემპლარის საფუძველზე, ტვირთგამგზავნი იხდის ვაგონზე‚ კონტეინერზე‚ ავტომობილზე‚ ტრაქტორსა და სხვა თვითმავალ მანქანაზე ახლად დაყენებული საკეტ-საპლომბი მოწყობილობის ღირებულებას. ზედნადების მეორე მხარეს, გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნები“ ან დამატებით საგზაო უწყისში ტვირთის დასახელების ქვეშ, ვაგონის (კონტეინერის) გახსნის აქტის შემდგენელმა სადგურმა უნდა აღნიშნოს ვაგონის (კონტეინერის) გახსნის აქტის შედგენის თაობაზე. ეს აღნიშნვა მოწმდება აქტის შემდგენელი მუშაკის ხელმოწერითა და სადგურის კალენდარული შტემპელით.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/444.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/446.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
