---
title: "მუხლი 449 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/449"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "449"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 449 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 449 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/449

1. ვაგონის დაზიანების აქტს ადგენს ვაგონის მსინჯველი ან სავაგონო დეპოს ოსტატი ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან ვაგონის დამზიანებელი სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით‚ ხოლო ვაგონის მსინჯველის ან სავაგონო დეპოს ოსტატის არყოფნისას – სადგურის უფროსი ან რკინიგზის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი.

2. თუ ვაგონი დაზიანდა შეჯახების ან რელსიდან გადმოსვლის შედეგად‚ მაშინ ვაგონის დაზიანების აქტი დგება რკინიგზის მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების მთავარი რევიზორის ან რკინიგზის სავაგონო დეპოს რევიზორის თანდასწრებით
3. სარეფრეჟირატორო სექციის ვაგონის‚ ავტონომიური სარეფრეჟირატორო ვაგონის ან მათი სპეციალური მოწყობილობის დაზიანებისას‚ ვაგონის დაზიანების აქტს, რკინიგზის უსაფრთხოების მთავარ რევიზორთან და სარეფრეჟირატორო სექციის‚ ავტონომიური სარეფრეჟირატორო ვაგონის მომსახურე ბრიგადის ხელმძღვანელთან ერთად, ადგენს იმ სავაგონო დეპოს უფლებამოსილი პირი, რომლის უბანზეც მოხდა დაზიანება.

4. ვაგონის დაზიანების აქტს ხელს აწერს მის შედგენაში მონაწილე პირი და იგი მოწმდება ბეჭდით.

5. თუ ტვირთგამგზავნი‚ ტვირთმიმღები ან სხვა ვალდებული პირი უარს აცხადებს ან თავს არიდებს ვაგონის დაზიანების აქტის ხელმოწერაზე‚ მაშინ უნდა შედგეს საერთო ფორმის აქტი.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/448.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/450.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
