---
title: "მუხლი 450 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/450"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "450"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 450 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 450 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/450

1. ვაგონის დაზიანების აქტი თითოეულ ვაგონზე დგება ცალ-ცალკე:
ა) თუ ვაგონი ექვემდებარება მიმდინარე რემონტს – 3 ეგზემპლარად;
ბ) თუ დაზიანება მოხდა შეჯახებისას და რელსიდან გადმოსვლის დროს – 4 ეგზემპლარად;
გ) თუ ვაგონი ექვემდებარება გეგმიურ რემონტს ან ინვენტარიდან ამორიცხვას – 5 ეგზემპლარად;
დ) სარეფრეჟირატორო სექციის ან ავტონომიური სარეფრეჟირატორო ვაგონის დაზიანებისას – 6 ეგზემპლარად.

2. ვაგონის დაზიანების აქტის პირველი ეგზემპლარი გადაეცემა ტვირთმიმღებს‚ ტვირთგამგზავნს ან ვაგონის დამზიანებელ სხვა პირს‚ მეორე – დაერთვის ანგარიშს‚ რომელიც წარედგინება ვაგონის დაზიანებისთვის‚ მესამე – შესანახად რჩება სავაგონო დეპოში‚ რომლის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა ვაგონის დაზიანების აქტს‚ მეოთხე – გადაეცემა რკინიგზის სავაგონო მეურნეობის სამსახურს‚ მეხუთე – გადაეგზავნება ქარხანას ან სავაგონო დეპოს‚ რომელმაც უნდა გაარემონტოს ვაგონი. სარეფრეჟირატორო სექციის ან ავტონომიური სარეფრეჟირატორო ვაგონის დაზიანებისას აქტის მეექვსე ეგზემპლარი გადაეცემა სარეფრეჟირატორო სექციის ან ავტონომიური სარეფრეჟირატორო ვაგონის მომსახურე ბრიგადის ხელმძღვანელს, მიწერის დეპოში გადასაცემად.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/449.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/451.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
