---
title: "მუხლი 451 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/451"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "451"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 451 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 451 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/451

1. სვლის გზაზე ვაგონის დაზიანების აქტი დგება ოთხ ეგზემპლარად, ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან სხვა უფლებამოსილი პირის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე.

2. ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან სხვა უფლებამოსილი პირის ვაგონის დაზიანებისას დგება ვაგონის დაზიანების აქტის დამატებითი ეგზემპლარი‚ რომელიც მათ გადაეცემათ მოთხოვნისამებრ.

3. თუ ტვირთი გადაიზიდება ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების წარმომადგენლის თანხლებით, ვაგონის დაზიანების აქტს ხელი შეიძლება მოაწეროს ტვირთის გამყოლმა‚ თუ მას, ზედნადების მიხედვით, მინიჭებული აქვს ტვირთგამგზავნის უფლებები.

4. ვაგონის დაზიანების აქტში აღინიშნება დაზიანების მიზეზები და ჩამონათვალი‚ სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი რემონტის სახეობა‚ დაზიანებული დეტალებისა და ვაგონის აღდგენის ღირებულება, ხოლო სარეფრეჟირატორო სექციის ან ავტონომიური სარეფრეჟირატორო ვაგონის დაზიანებისას აქტში დამატებით მიეთითება მიწერის დეპო და რკინიგზა.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/450.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/452.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
