---
title: "მუხლი 452 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/452"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "452"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 452 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 452 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/452

1. თუ ვაგონი დაზიანდა შეჯახების‚ რელსიდან გადმოსვლის ან მარცხის შედეგად‚ მაშინ ვაგონის დაზიანების აქტის სტრიქონში „დამატებითი მონაცემები“ აღინიშნება ქედის კოჭის‚ გრძივი გვერდის შველერისა და ხერხემლის ძელის ვერტიკალური და ჰორიზონტალური სიბრტყის მაქსიმალური ნაღუნის სიდიდე‚ აგრეთვე ვაგონის ჩარჩოს გასარემონტებელი ელემენტების დასახელება.

2. თუ აღდგენითი სამუშაოს შესრულებისას ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაზიანებულმა ვაგონმა დამატებითი დაზიანება მიიღო‚ დგება ვაგონის დაზიანების აქტის დანართი, რომელშიც აღინიშნება დაზიანების ნუსხა და მისი გამომწვევი გარემოება. აქტის დანართი დგება იმ შემთხვევაშიც‚ თუ ვაგონს აქვს ჩარჩოს კოროზიულობა‚ კონსტრუქციული და ცვეთის სხვა ნაკლოვანება და ამის გამო ინვენტარიდან ამორიცხვას ექვემდებარება.

3. ვაგონის დაზიანების აქტის დანართს ხელს აწერს სავაგონო დეპოს უფროსი (უფროსის მოადგილე)‚ რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების მთავარი რევიზორი‚ რკინიგზის სავაგონო მეურნეობის რევიზორი და აღმდგენი მატარებლის უფროსი. ხელმოწერა ვაგონის დაზიანების აქტსა და მის დანართში მოწმდება სავაგონო დეპოს ბეჭდით‚ რომელიც საფინანსო ოპერაციისთვის გამოიყენება.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/451.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/453.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
