---
title: "მუხლი 455 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/455"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "455"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 455 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 455 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/455

1. კონტეინერის დაზიანების აქტს ადგენს უფროსი მიმღებ-ჩამბარებელი, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის ოსტატი‚ ვაგონის მსინჯველი ან სავაგონო დეპოს ოსტატი‚ ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების და კონტეინერის დაზიანებაში ბრალეული სხვა წარმომადგენელის თანდასწრებით. თუ სადგურში არ არის დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის ან სავაგონო დეპოს მუშაკი‚ მაშინ კონტეინერის დაზიანების აქტს ადგენს სადგურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი.

2. კონტეინერის დაზიანების აქტს ხელს აწერს დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის უფროსი (უფროსის მოადგილე), სავაგონო დეპოს უფროსი (უფროსის მოადგილე)‚ სადგურის უფროსი‚ მიმღებ-ჩამბარებელი‚ ვაგონის მსინჯველი ან სადგურის მიმღებ-ჩამბარებელი და კონტეინერის დამზიანებელი პირი, თანამდებობისა და გვარ-სახელის მითითებით. აქტი მოწმდება დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის‚ სავაგონო დეპოს ან სადგურის ბეჭდით.

3. თუ ტვირთგამგზავნი‚ ტვირთმიმღები ან კონტეინერის დამზიანებელი სხვა პირი უარს აცხადებს ან თავს არიდებს კონტეინერის დაზიანების აქტის ხელმოწერაზე‚ ამ წესების შესაბამისად დგება საერთო ფორმის აქტი.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/454.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/456.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
