---
title: "მუხლი 456 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/456"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "456"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 456 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 456 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/456

1. კონტეინერის დაზიანების აქტი დგება თითოეულ კონტეინერზე ცალ-ცალკე. რკინიგზის კონტეინერის დაზიანების შემთხვევაში, კონტეინერის დაზიანების აქტი დგება სამ ეგზემპლარად. კონტეინერის დაზიანების აქტის პირველი ეგზემპლარი დაერთვის ანგარიშს‚ რომელიც ეგზავნება დაზიანებაში ბრალეულ პირს, მეორე ეგზემპლარი, აქტის შედგენის ადგილის მიხედვით, ინახება დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციაში‚ სავაგონო დეპოსა ან სადგურში, ხოლო მესამე, უწესივრო კონტეინერის რემონტის შეტყობინებით (ფორმა ვუ-23კ), გადაეცემა რემონტის ჩამტარებელ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციას ან სავაგონო დეპოს. ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან სხვა უფლებამოსილი პირის კონტეინერის დაზიანებისას, დამატებით დგება კონტეინერის დაზიანების აქტის მეოთხე ეგზემპლარი‚ რომელიც აღნიშნულ პირებს მათივე მოთხოვნით გადაეცემა.

2. კონტეინერის დაზიანების აქტში აღინიშნება კონტეინერის დაზიანების მიზეზები და ნუსხა‚ სამუშაოს მოცულობა და საჭირო რემონტის სახეობა‚ აგრეთვე დაზიანებული ნაწილებისა და კონტეინერის აღდგენის ღირებულება.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/455.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/457.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
