---
title: "მუხლი 457 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/457"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "457"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 457 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 457 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/457

1. თუ ჩასხმის პუნქტში ან სარეცხ-გასაორთქლ სადგურში გამოვლინდა ისეთი ცისტერნები ან ხვიმირიანი ნახევარვაგონები‚ რომელშიც ტვირთის ნარჩენი აღემატება დადგენილ ნორმას‚ მაშინ, ამ წესების დანართით გასაზღვრული ფორმით, დგება ცისტერნის (ხვიმირიანი ნახევარვაგონის) უკმარგადმოსხმის აქტი.

2. ცისტერნის (ბუნკერიანი ნახევარვაგონის) უკმარგადმოსხმის აქტი არის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.

3. ცისტერნის (ხვიმირიანი ნახევარვაგონის) უკმარგადმოსხმის აქტი დგება ოთხ ეგზემპლარად თითოეულ ნარჩენებიან ცისტერნაზე ან ხვიმირიან ნახევარვაგონზე, რომელთაგან სამი ეგზემპლარი, გადასაგზავნ ზედნადებთან ერთად‚ გადაეცემა რკინიგზის სატვირთო და კომერციული მუშაობის სამსახურს‚ სადაც წარმოებდა ტვირთის გადმოსხმა‚ მეოთხე კი, რჩება ჩასხმის პუნქტში ან სარეცხ-გასაორთქლ სადგურში და წარმოადგენს ამოღებული ტვირთის ნარჩენების მატერიალური აღრიცხვის საფუძველს. ამ შემთხვევაში აქტის პირველი ეგზემპლარი დაერთვის იმ დოკუმენტს‚ რომლის მიხედვითაც წარმოებს საფასურის გადახდა‚ მეორე გადაეცემა ტვირთმიმღებს, რომელმაც დაუშვა ცისტერნის (ხვიმირიანი ნახევარვაგონის) უკმარგადმოსხმა‚ მესამე კი, შესანახად რჩება ტვირთის გადმომსხმელ სადგურს.

4. ცისტერნის (ხვიმირიანი ნახევარვაგონის) უკმარგადმოსხმის აქტს ხელს აწერს სადგურის მიმღებ-ჩამბარებელი და ცისტერნის დამთვარიელებელი. აქტის მეორე მხარეს აღინიშნება ცისტერნის ან ხვიმირიანი ნახევარვაგონის გადმოსხმის დრო, რომელიც მოიცავს დროის მხოლოდ იმ მონაკვეთს‚ რაც მოხმარდა ტვირთის ნარჩენების მოცილებას‚ ცისტერნის (ხვიმირიანი ნახევარვაგონის) გაორთქვლისა და რეცხვის დროის აღურიცხავად. ეს აღნიშვნა მოწმდება ჩასხმის პუნქტის ან სარეცხ-გასაორთქლი სადგურის უფროსისა და ბრიგადირის ხელმოწერით და შესაბამისი ბეჭდით ან შტემპელით.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/456.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/458.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
