---
title: "მუხლი 466 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/466"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "466"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 466 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 466 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/466

1. ტვირთმიმღების‚ ტვირთგამგზავნის ან სხვა უფლებამოსილი პირის ვაგონების (კონტეინერების) დაკარგვასთან დაკავშირებული პრეტენზიის განხილვისას, რკინიგზა უზრუნველყობს დაკარგვის შემთხვევის სამსახურეობრივ მოკვლევასა და აცხადებს ამ ვაგონების (კონტეინერების) ძებნას.

2. რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღებისა ან სხვა უფლებამოსილი პირის დაკარგული ვაგონების (კონტეინერების) სანაცვლოდ რკინიგზა ვალდებულია, მათი მოთხოვნისთანავე, გადასცეს მათ სხვა შესაბამისი ვაგონები (კონტეინერები) დროებით უსასყიდლო სარგებლობაში, ხოლო‚ თუ დაკარგული ვაგონები (კონტეინერები) ვერ დააუბრუნა სამი თვის ვადაში‚ დროებით გადაცემული ვაგონები (კონტეიენრები) გადასცეს მათ საკუთრებაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. თუ პრეტენზიის განხილვისას დადგინდა‚ რომ ტვირთის მისამართი შეცვლილია ან იგი გადაეცა სხვა ტვირთმიმღებს, ტვირთგამგზავნის ან პირვანდელი ტვირთმიმღების განცხადებით‚ პრეტენზია უბრუნდება განმცხადებელს, ტვირთის ფაქტ ობრივი მიმღების, გადაცემის ადგილისა და დროის მითითებით. ამ შემთხვევაში‚ რკინიგზას შეუძლია მიუთითოს ის პირი, რომლის განცხადებითაც შეიცვალა ტვირთის მისამართი ან იგი გადაეცა სხვა ტვირთმიმღებს.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/465.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/467.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
