---
title: "მუხლი 54 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/54"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "54"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 54 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 54 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/54

ზედნადები გაგზავნის სადგურის მიერ შეივსება შემდეგი წესით:
ა) გრაფაში „ განსაკუთრებული აღნიშვნების და შტემპელების ადგილი” აღინიშნება:
ა.ა) საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვისას – მატარებლის შემადგენლობაში ვაგონის დაცვა-დაფარვის აუცილებლობის შესახებ, თუ ეს გათვალისწინებულია რკინიგზით საფრთხეშემცველი ტვირთების გადაზიდვის წესით;
ა.ბ) მოცემული მიმართულებით გადაზიდვის შეზღუდვის თაობაზე, მოძრავი შემადგენლობის მასის, სახეობის ან დატვირთვის გაბარიტის მიხედვით;
ა.გ) საფრთხეშემცველი, არაგაბარიტული ან მძიმეწონიანი ტვირთის გადაზიდვისას 1520 მმ-ლიანდიან რკინიგზაზე – გორაკიდან დაშვების აკრძალვის შესახებ;
ა . დ ) ტვირთის გადაზიდვისას გამგზავნის მარშრუტით – გამგზავნის მარშრუტის ნორმის და სახეობის შესახებ ;
ბ ) გრაფაში „ზედნადების №” – მიეთითება საგზაო უწყისის სასტამბო ნომერი ( გზავნილის ნომერი ), რომლითაც ეს ტვირთი გადაიზიდება დანიშნულების სადგურამდე ;
გ ) გრაფაში „განაცხადის №” – აღინიშნება რკინიგზის მიერ მიღებული განაცხადის ნომერი , ხოლო , თუ ტვირთი მიღებულია უგანაცხადოდ , აღინიშნება დატვირთვაზე გაცემული განკარგულების ნომერი ;
დ ) გრაფაში „ტვირთის შემოზიდვის ნებადართული თარიღი ” – მიეთითება ტვირთის შემოზიდვის რიცხვი და თვე . ეს გრაფა შეივსება ტვირთის საერთო სარგებლობის ადგილებში გადასაზიდად წარდგენის ყველა შემთხვევაში ;
ე ) გრაფაში „დატვირთვის დანიშვნის თარიღი ” – აღინიშნება საერთო და არასაერთო ადგილებში დატვირთვის რიცხვი და თვე . თუ გაგზავნის სადგურში ტვირთი ვადაზე ადრე იქნა შემოზიდული , აღნიშნული გრაფა შეივსება ამ მუხლის შესაბამისად . ამ შემთხვევაში , ზედნადების ვიზირების წესს ადგენს სადგური ;
ვ ) გრაფები „რკინიგზის მიერ განსაზღვრული ტვირთის წონა , კგ ” და „წონის განსაზღვრის ხერხი ” – შეივსება , თუ ტვირთის წონა განსაზღვრულია რკინიგზის მიერ , სასწორის ტიპის ჩვენებით ;
ზ ) გრაფაში „რკინიგზის მიმღებ - ჩამბარებელი ” – ხელს აწერს რკინიგზის მიმღებ - ჩამბარებელი ;
თ ) გრაფაში „რკინიგზის მარკა ” ( შეივსება ტვირთის მცირე პარტიებით გაგზავნისას ) – აღინიშნება რიგითი ნომერი , ადგილების რაოდენობა და გაგზავნის სადგურის კოდი გასაგზავნად ტვირთის მიღების დავთრის მიხედვით ;
ი ) გრაფაში „ტვირთის ნაწილ - ნაწილ შემოზიდვა ” ( ზედნადების უკანა მხარე ) – სადგურის მიმღებ - ჩამბარებელი აღნიშნავს ტვირთის ნაწილის ცალ - ცალკე შემოზიდვის თარიღს საერთო სარგებლობის ადგილებში , ადგილების რაოდენობასა და ტვირთის წონას . ეს მონაცემები დასტურდება მიმღებ - ჩამბარებლის ხელმოწერით ;
კ ) გრაფები „სატარიფო აღნიშვნები ”, „საფასურის გაანგარიშება კილომეტრაჟის მიხედვით ” და „გასვლისას ” – შეივსება მოქმედი ტარიფების მიხედვით . გრაფაში „გასვლისას ” ტვირთის გადაზიდვის საფასურის დამრიცხველი ან გადამხდევინებელი სადგური ვალდებულია , აღნიშნოს გადაზიდვის , გამყოლის მგზავრობის , რკინიგზის მიერ ტვირთის თანხლებისა და დაცვის საფასურის ოდენობა , აგრეთვე ტვირთის ფასეულობის გამოცხადების საფასური .
ლ ) გრაფაში „ საფასური გადახდილია გაგზავნის სადგურზე ” – აღინიშნება სხვადასხვა გადასახდელების ქვითრის , ბანკის საანგარიშსწორებო ჩეკის , საბანკო ბარათის ან საგადამხდელო მოთხოვნა - დავალების ნომერი და ანგარიშსწორების ადგილი . საფასურის გადახდა დასტურდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით . თუ ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები ფიზიკური პირები არიან , გრაფებში „გამგზავნი ” და „მიმღები ” დამატებით მიეთითება ციფრული კოდი „100”.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/55.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
