---
title: "მუხლი 61 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/61"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "61"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 61 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 61 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/61

ზედნადები დანიშნულების სადგურში შეივსება შემდეგი წესით:
ა) გრაფაში „შემოსვლისას“ – აღინიშნება გადაზიდვის საბოლოო ღირებულება, დანიშნულების სადგურში გადახდილი დამატებითი საფასური და საერთო თანხა გადაზიდვის საბუთების შესაბამისად;
ბ) გრაფაში „დანიშნულების სადგურზე აკრეფილი გადასახდელები“ – აღინიშნება სხვადასხვა სახის საფასურის გადახდის ქვითრის, ბანკის საანგარიშსწორებო ჩეკის, საბანკო ბარათის ან საგადასახადო მოთხოვნა-დავალების ნომერი და ანგარიშსწორების ადგილი. გადასახდელების გადახდა მოწმდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით, ხოლო ზედნადების უკანა მხარესა და საგზაო უწყისში დაისმის სადგურის კალენდარული შტემპელი, ტვირთის გაცემის გაფორმების დროის შესახებ;
გ) გრაფაში „გადმოტვირთვა რკინიგზის მიერ ან ჩამოყენება მიმღების საშუალებით გადმოსატვირთად“ – ზედნადების უკანა მხარეზე და საგზაო უწყისში დაისმის დანიშნულების სადგურის კალენდარული შტემპელი და აღინიშნება რკინიგზის მიერ გადმოსატვირთად ტვირთის მიწოდების დრო;
დ) გრაფა „ტვირთის გატანა“ (ზედნადების უკანა მხარეს) – შეივსება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის მიერ საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთის გადმოტვირთვისა და დანიშნულების სადგურიდან გატანისას. თუ ტვირთის გატანა ხდება ნაწილ-ნაწილ, თითოეული ნაწილის გატანის შესახებ ამ გრაფაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. იმ სადგურზე, საიდანაც ტვირთის გატანა ხორციელდება საშვით, ზედნადებში აგრეთვე მიეთითება საშვის ნომერი;
ე) გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნები“ (ზედნადების უკანა მხარეს) – აღინიშნება მონაცემები ამ წესების 57-ე და 58-ე მუხლების მიხედვით, თუ შეიცვალა მიტანილი ტვირთის მისამართი;
ვ) გრაფაში „აღნიშვნები ტვირთის გაცემის შესახებ“ (ზედნადების უკანა მხარეს) – ტვირთის გაცემის წესის შესაბამისად მიეთითება ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გაცემის თაობაზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 13 ივლისის ბრძანერბა №1-1/298 - ვებგვერდი, 13.07.2017 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/62.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
