---
title: "მუხლი 62 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/62"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "62"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 62 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 62 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/62

1. ტვირთის მიღებისა და გადაზიდვისთვის ანგარიშსწორების დასადასტურებლად ტვირთმიმღები და სადგური ავსებენ საგზაო უწყისის შემდეგ გრაფებს :
ა ) „გადამხდელი ” – შეივსება დანიშნულების სადგურის მიერ ტვირთის გადაზიდვისათვის ანგარიშსწორების განმხორციელებელი პირის დასახელებისა და კოდის მითითებით ;
ბ ) „ტვირთი მივიღე …… რიცხვი … თვე … წ .“ – შეივსება ტვირთმიმღების მიერ ;
გ ) „მინდობილობა № … წ .” – შეივსება დანიშნულების სადგურის მიერ და მასში აღინიშნება ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობის ნომერი და მისი გაცემის თარიღი ;
დ ) „ პასპორტის ან პირადობის მოწმობის სერია “ – დანიშნულების სადგურის მიერ აღინიშნება ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის სერია , ნომერი და მისი მისამართი .

2. საგზაო უწყისში შეტანილი მონაცემები მოწმდება ტვირთმიმღებისა და სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით .

3. იგივე მონაცემები აისახება ელექტრონულ ზედნადებში , თუ ტვირთი გადაიზიდა მისი გამოყენებით .

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/63.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
