---
title: "მუხლი 65 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/65"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "65"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 65 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 65 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/65

1. ცემენტის , კირიანი და დაყრით გადასაზიდი სხვა მასალის გადმოტვირთის შემდეგ გამოთავისუფლებული ცარიელი ცისტერნების , ჰოპერ - ცემენტმზიდების , მინერალმზიდების , მარცვლეულმზიდების , აპატიტმზიდების , გუნდამზიდების , ცივგლინული ფოლადის გადასაზიდად განკუთვნილი ბაქნების , მსუბუქი ავტომობილების გადასაზიდად განკუთვნილი დახურული ვაგონების , მსუბუქი ავტომობილების გადასაზიდი ორიარუსიანი ბაქნების , მთლიანლითონის სატვირთო ვაგონების , ტრანსპორტერების , ნახევარვაგონების , ბაქნების და დახურული ვაგონების გადაზიდვა ფორმდება გუ -27- სპ ფორმის გადაგზავნის ზედნადებით .

2. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ჩასასხმელ პუნქტებში მიმავალი რკინიგზის ცარიელი ცისტერნების , ბუნკერული ნახევარვაგონების გადაზიდვა მისი დავალებით ფორმდება :
ა ) გუ -27- დს ფორმის გადაგზავნის ზედნადებით – ღია ნავთობპროდუქტებისგან დაცლილი ცარიელი ცისტერნების გადაზიდვისას ;
ბ ) გუ -27- დტ ფორმის გადაგზავნის ზედნადებით – ცარიელი ბუნკერული ნახევარვაგონებისა და მუქი ნავთობპროდუქტებისგან დაცლილი ცისტერნების გადაზიდვისას .

3. ტვირთმიმღების მიერ გადაგზავნის ზედნადები შეივსება თითოეული დაცლილი ვაგონის მიხედვით და წარედგინება სადგურს გადმოტვირთვის ( ჩამოსხმის ) შესახებ შეტყობინებასთან ერთად . გადაგზავნის ზედნადების წარუდგენლად სადგურის მიერ ვაგონები არ მიიღება .

4. ტვირთმიმღები აგრეთვე ვალდებულია , მის მიერ გადმოტვირთულ თითოეულ ვაგონზე შეავსოს გადაგზავნის ზედნადების ყუა , რომელიც რჩება ცარიელი ვაგონის გაგზავნის სადგურში .

5. ტვირთმიმღებისაგან გადაგზავნის ზედნადების მიღების შემდეგ სადგური ვალდებულია , შეამოწმოს მისი შევსების სისწორე , აგრეთვე ტვირთმიმღების ხელმოწერისა და შტემპელის არსებობა ვაგონის გადმოტვირთვისა ( გადმოსხმის ) და დაწმენდა - დასუფთავების გრაფაში .

6. საჯარისო ნაწილების მიერ ტვირთისგან დაცლილი ცარიელი ვაგონების გადაგზავნის ზედნადებში ტვირთმიმღები არ მიუთითებს გადმომტვირთველი ( ჩამომსხმელი ) პირის მონაცემებს და ტვირთის მიმღების წარმომადგენლის თანამდებობას , აგრეთვე არტყამს ბეჭედსა და შტემპელს .

7. თუ ვაგონი არასრულად არის გადმოტვირთული , არ არის დაწმენდილი - დასუფთავებული და გამოუსადეგარია შემდგომი დატვირთვისათვის , ვაგონის ხელახალი დატვირთვის სადგურზე შეივსება გადაგზავნის ზედნადების უკანა მხარე , რომელიც შეიცავს მოსული ვაგონების დათვალიერების მონაცემებს .

8. გადაგზავნის ზედნადების ყველა ფორმას აქვს სასტამბო ნუმერაცია და შედგება ზედნადებისა და ზედნადების ყუისგან . გადაგზავნის ზედნადები გადაზიდვისას თან ახლავს ცარიელ ვაგონს , ხოლო ამ ზედნადების ყუა რჩება გადმოტვირთვის ( ჩამოსხმის ) და ცარიელი ვაგონის გაგზავნის სადგურს .
თავი VI
ტვირთის მიტანის ვადის გამოთვლის წესი

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/64.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/66.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
