---
title: "მუხლი 67 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/67"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "67"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 67 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 67 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/67

1. საქართველოს ფარგლებში ტვირთის, აგრეთვე ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ცარიელი ვაგონების დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა სვლის მთელ გზაზე განისაზღვრება 1 დღე-ღამის განმავლობაში ვაგონის გარბენის ნორმების მიხედვით და შეადგენს:
ა) დიდი სიჩქარით წვრილმანი გზავნილებით გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 200 სატარიფო კილომეტრზე;
ბ) დიდი სიჩქარით სავაგონო გზავნილით ან დიდტონაჟიანი კონტეინერით გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 320 სატარიფო კილომეტრზე;
გ) მცირე სიჩქარით წვრილმანი გზავნილებით გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 150 სატარიფო კილომეტრზე;
დ) მცირე სიჩქარით სავაგონო გზავნილით ან დიდტონაჟიანი კონტეინერით გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 200 სატარიფო კილომეტრზე;
ე) მარშრუტებით (გაგზავნის მარშრუტებით) და საკონტეინერო მატარებლით გადაზიდვისას, გადაზიდვის მანძილის მიუხედავად – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 450 სატარიფო კილომეტრზე;
ვ) მარშრუტებით ცხოველების გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 150 სატარიფო კილომეტრზე.

2. იმ სარკინიგზო მიმართულებების ნუსხა, რომელზედაც ტვირთი გადაიზიდება დიდი სიჩქარით, ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ტვირთის გადაზიდვის სიჩქარეს ირჩევს და ზედნადებში აღნიშნავს ტვირთგამგზავნი. თუ ტვირთის გადაზიდვა ნებადართულია მხოლოდ დიდი სიჩქარით ტვირთგამგზავნი ვალდებულია აღნიშნოს ეს სიჩქარე

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/68.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
