---
title: "მუხლი 69 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/69"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "69"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 69 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 69 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/69

1. ტვირთის მიტანის ვადა ცალკე ვაგონებითა და ვაგონთა ჯგუფებით აითვლება სადღეღამისო გარბენის იმ ნორმების მიხედვით , რაც დადგენილია სავაგონო გზავნილებისათვის .

2. თუ ერთი ვაგონით რამდენიმე სადგურის მიმართულებით გადაიზიდა ერთზე მეტი გზავნილი, ტვირთის მიტანის ვადა აითვლება წვრილმანი გზავნილებისთვის დადგენილი სადღეღამისო გარბენის ნორმების მიხედვით.

3. თუ ტვირთი გადაიზიდება გამგზავნის მარშრუტებით, მიტანის ვადა აითვლება სამარშრუტო გზავნილებისათვის დაწესებული სადღეღამისო გარბენის ნორმების შესაბამისად, შემდეგი წესით:
ა) პირდაპირი მარშრუტებისთვის, რომლებიც ტვირთგამგზავნმა დატვირთა ერთ გაგზავნის სადგურში ერთ დანიშნულების სადგურისკენ გასაგზავნად – სამარშრუტო გზავნილებისთვის გადაზიდვის მთელ მანძილზე დადგენილი სადღეღამისო გარბენის ნორმების მიხედვით;
ბ) დაშლის (განფორმირების) სადგურში მიმავალი გამგზავნის მარშრუტებისთვის: ცალკე გაგზავნის სადგურიდან დაშლის (განფორმირების) სადგურამდე მანძილზე – სამარშრუტო გზავნილებისთვის დადგენილი სადღეღამისო გარბენის ნორმების მიხედვით და ცალკე დაშლის (განფორმირების) სადგურიდან დანიშნულების სადგურამდე მანძილზე – სავაგონო გზავნილებისთვის დადგენილი სადღეღამისო გარბენის ნორმების მიხედვით;
გ) თუ გამგზავნის მარშრუტში არის ძირითადი ნაწილი, რომელიც სვლის გზაზე მატარებლის წონის შეცვლისას დაუშლელად გადაიზიდება დანიშნულების სადგურამდე (ბირთვი) – სამარშრუტო გზავნილებისათვის გათვალისწინებული სადღეღამისო გარბენის ნორმების შესაბამისად, მხოლოდ ამ ბირთვში შეყვანილი ვაგონებისათვის.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/68.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/70.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
