---
title: "მუხლი 70 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/70"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "70"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 70 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 70 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/70

ამ წესით დადგენილი სადღეღამისო გარბენის ნორმების საფუძველზე გამოთვლილი ტვირთის მიტანის ვადა ხანგრძლივდება:
ა) 2 დღე-ღამით – ტვირთის გაგზავნასა და მიტანასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად;
ბ) 2 დღე-ღამით – სარეფრიჟერატორო სექციის დამტვირთავ-გადმომტვირთავი ყოველი შუალედური სადგურისთვის, თუ ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა რამდენიმე სადგურზე ხორციელდება;
გ) 1 დღე-ღამით – ტვირთის გადაცემა-მიღებასთან დაკავშირებული სამუშაოს ჩასატარებლად, თუ ტვირთი გადაიზიდება საზღვაო ტრანსპორტის გამოყენებით;
დ) 1 დღე-ღამით – პირდაპირი შერეული გადაზიდვისას ტვირთის ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე გადაცემა-მიღებასთან დაკავშირებული სამუშაოს ჩასატარებლად;
ე) 2 დღე-ღამით – ტვირთის გადასატვირთად სხვა ზომის ლიანდის წყვილთვლიან ვაგონში;
ვ) 1 დღე-ღამით – ვაგონის გადასაყენებლად სხვა ზომის ლიანდის წყვილთვალზე;
ზ) 1 დღე-ღამით – ტვირთის მისამართის შესაცვლელად;
თ) 1 დღე-ღამით – წვრილმანი გზავნილებით ან კონტეინერებით 1000 კმ-მდე, ხოლო 2 დღე-ღამით – 1000 კმ-ზე მეტ მანძილზე გადაზიდვისას, სატვირთო-სახარისხებელ ბაქნებზე ტვირთის დაგროვება-დასახარისხებლად;
ი) 1 დღე-ღამით – სასაზღვრო, საბაჟო, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, ვეტერინარიული, ფიტოსანიტარიული და სხვა სახის კონტროლის უზრუნველსაყოფად საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში;
კ) 1 დღე-ღამით – ტვირთის წონის განსასაზღვრად გაგზავნის სადგურის მომიჯნავე სადგურში.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/69.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/71.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
