---
title: "მუხლი 71 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/71"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "71"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 71 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 71 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/71

1. ტვირთის მიტანის ვადა ხანგრძლივდება გადაზიდვის შეჩერების მთელი დროის შესაბამისად , თუ დატვირთული ვაგონი სვლის გზაზე შეჩერებულია :
ა) საბაჟო და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოების მიერ ერთ დღე-ღამეზე მეტი ვადით;
ბ) ტვირთგამგზავნის მიზეზით წარმოქმნილი გადამეტტვირთვის აღმოსაფხვრელად;
გ) მისი ტექნიკური ან კომერციული უწესივრობის აღმოსაფხვრელად, თუ უწესივრობის წარმოშობის მიზეზები რკინიგზასა და ტვირთმიმღებზე არ იყო დამოკიდებული;
დ) სტიქიური უბედურ ე ბების, საომარი მოქმედების, ბლოკადის, ეპიდემიის და სხვა დაუძლეველი ძალის გარემოებების გამო, რომლებმაც დააბრკოლეს ტვირთის გადაზიდვა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაზიდვის შეჩერების მიზეზებისა და ხანგრძლივობის თაობაზე რკინიგზა ორ ეგზემპლარად ადგენს საერთო ფორმის აქტს. აქტის ერთი პირი თან დაერთვის გადაზიდვის საბუთებს, ხოლო მეორე დანიშნულების სადგურში დაერთვება საგზაო უწყისს.

3. აქტში შეტანილი ჩანაწერი მოწმდება სადგურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და სადგურის კალენდარული შტემპელით .

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/70.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/72.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
