---
title: "მუხლი 73 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/73"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "73"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 73 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 73 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/73

1. მშენებარე სარკინიგზო ხაზის სადგურში ან ამ ხაზის სადგურიდან საერთო სარგებლობის სარკინიგზო ხაზზე გასაგზავნი ტვირთის მიტანის ვადა, რომელიც ერთიანი გადაზიდვის საბუთით გადაიზიდება, განისაზღვრება ცალკე რკინიგზის საერთო ქსელის მანძილზე, ცალკე კი, მშენებარე სარკინიგზო ხაზის მანძილზე მიტანის ვადების ჯამით.

2. მშენებარე სარკინიგზო ხაზზე ტვირთის მიტანის ვადა გამოითვლება 67-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სადღეღამისო გარბენის ორჯერ შემცირებული ნორმებით და დამატებით მატულობს 2 დღე-ღამით რკინიგზის საერთო ქსელიდან მშენებარე სარკინიგზო ხაზზე (და უკან) ტვირთის გადაცემასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად.

3. თუ ტვირთი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო სექციით, მშენებარე სარკინიგზო ხაზის ერთ ან სხვადასხვა დანიშნულების სადგურზე მდებარე რამოდენიმე ტვირთმიმღების მისამართით, ამ ხაზზე ტვირთის მიტანის ვადა გამოითვლება ამ წესების 67-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სადღეღამისო გარბენის სამჯერ შემცირებული ნორმებიდან გამომდინარე.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/72.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/74.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
