---
title: "მუხლი 74 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/74"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "74"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 74 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 74 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/74

1. ტვირთი ვადაში მიტანილად ჩაითვლება, თუ მისი მიტანის ვადის გასვლამდე იგი გადმოიტვირთება დანიშნულების სადგურზე რკინიგზის მიერ, ან დატვირთული ვაგონი (კონტეინერი) გადმოსატვირთად ჩამოყენებული იქნება ტვირთმიმღების საშუალებით.

2. თუ ტვირთი საბაჟო კონტროლზეა აყვანილი, მისი მიტანის თაობაზე ტვირთმიმღებისა და საბაჟო ორგანოების შეტყობინების დღე ჩაითვლება ტვირთის დანიშნულებისამებრ მიტანის ფაქტობრივ დღეთ და რკინიგზა პასუხს არ აგებს საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებით ტვირთის შეჩერებისთვის დანიშნულების სადგურზე.

3. თუ ტვირთი მიტანილია საბაჟო ორგანოების სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, მისი მიტანის ვადა გახანგრძლივდება დანიშნულების სადგურზე მიტანიდან საბაჟო ორგანოების სამუშაო დღის დაწყებამდე.

4. ტვირთი ვადაში მიტანილად ითვლება, თუ ის დანიშნულების სადგურზე ვადაშია მიტანილი, მაგრამ ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება დაყოვნდა გადმოტვირთვის ადგილის დაკავების, ტვირთის გადაზიდვის საფასურის გადაუხდელობის ან ტვირთმიმღების მოქმედებით (უმოქმედობით) გამოწვეული სხვა მიზეზით, რის თაობაზე ფორმდება საერთო ფორმის აქტი.

5. ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ცარიელი ვაგონი ვადაში მიტანილად ჩაითვლება, თუ იგი დანიშნულების სადგურზე მივა დადგენილი ვადის გასვლამდე და რკინიგზის შეტყობინების საფუძველზე შესაძლებელია მისი გადაცემა მიმღებისთვის.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/75.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
