---
title: "მუხლი 81 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/81"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "81"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 81 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 81 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/81

1. ღია მოძრავ შემადგენლობაზე გადასაზიდი ტვირთის ნუსხით განსაზღვრული ტვირთის წვრილმანი ფრაქციებით გადაზიდვის შესაძლებლობას ადგენს ტვირთგამგზავნი.

2. წვრილმანი ფრაქციების შემცველი ტვირთის დატვირთვამდე ტვირთგამგზავნი მოვალეა, დარწმუნდეს, რომ მოცემულ მოძრავ შემადგენლობაში წარდგენილი ტვირთის გადაზიდვა არ გამოიწვევს მის დანაკარგებს, სარკინიგზო ლიანდაგისა და გარემოს დაბინძურებას. თუ ვაგონის ბაქნის ან ძარის წესივრულობისას ტვირთის დანაკარგი შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციულმა ღრეჩოებმა, ტვირთგამგზავნმა უნდა მიიღოს დამატებითი ზომები ტვირთის გამოცვენის თავიდან ასაცილებლად.

3. წვრილმანი ფრაქციების შემცველი ტვირთის დატვირთვისას ღია მოძრავ შემადგენლობაზე ტვირთგამგზავნი ვალდებულია მიიღოს ზომები სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დროს ტვირთის წვრილმანი ნაწილაკების გამოქრევისა და ტვირთის გადაცვენის თავიდან ასაცილებლად, თუ იგი ჩატვირთულია ვაგონების ბორტის დონეზე მაღლა. ტვირთის ზედაპირი, მამდიდრებელი ფაბრიკების მახარისხებელ დანადგარებზე განლაგებული სორტული და რიგითი ქვანახშირის ბრიკეტების გარდა, უნდა იყოს მოსწორებული და მოტკეპნილი იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის განლაგებისა და დამაგრების ტექნიკური პირობებით ან ტვირთგამგზავნის მიერ შედგენილი და რკინიგზასთან შეთანხმებული ინსტრუქციით. დატვირთვის გაბარიტის ზედა შევიწროვებულ ნაწილს განივკვეთში უნდა ჰქონდეს ტრაპეციის ფორმა, ხოლო მისი ქვედა ძირი, ტვირთის დატკეპნის შემდეგ არ უნდა იყოს ნახევარვაგონის ძარის ზედა სარტყელზე უფრო მაღალი.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/80.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/82.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
