---
title: "მუხლი 84 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/84"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "84"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 84 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 84 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/84

1. ფქვილი ჩაყრით გადაიზიდება აერირების სისტემით აღჭურვილი სპეციალიზებული ფქვილსაზიდი ვაგონებით . მარცვლეულის ტვირთი ( ჭვავი , ხორბალი , შვრია , ქერი , წიწიბურა , ფეტვი , სორგო , სიმინდის მარცვალი , მარცვლოვან – პარკოსნები , ბრინჯი ( მარცვალი ), ზეკულტურების თესლი ‚ ცერცველა ‚ მარცვლეულის ნარჩენები )‚ ქატო და საფქვავი წარმოების ნარჩენები გადაიზიდება მარცვლეულის ვაგონ - ჰოპერებში ( მარცვალსაზიდ ვაგონებში ) ჩაყრით .

2. დასატვირთად ჩამოყენებულ მარცვალსაზიდ ვაგონს უნდა ჰქონდეს წესივრული ძარა ‚ დატვირთვა - გადმოტვირთვის ლიუკების რეზინისსამჭიდროებლიანი სახურავი ‚ რომელიც გამორიცხავს ღრეჩოების არსებობას ‚ აგრეთვე ჩამკეტი მექანიზმები და წესივრული ბლოკირების მოწყობილობა ‚ რომელიც აღკვეთს ლიუკების თავის ახდას საკეტ - საპლომბი მოწყობილობის დაურღვევლად .

3. ვაგონების ვარგისობა ფქვილისა და მარცვლეული ტვირთის დასატვირთად განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს უფლებამოსილი სამსახურის ( შემდგომ – უფლებამოსილი სახელმწიფო სამსახური ) წარმომადგენლის მონაწილეობით .

4. ტვირთგამგზავნმა მარცვლეული ტვირთი გადასაზიდად უნდა წარადგინოს შესაბამისი ხარისხის მოწმობის ( სერტიფიკატის ) თანდართვით .

5. საექსპორტოდ ან საიმპორტოდ გადასაზიდი მარცვლეული ტვირთი და მისი გადამუშავების პროდუქტები მოწმდება უფლებამოსილი სახელმწიფო სამსახურის მიერ და მასზე გაიცემა ხარისხის მოწმობა ( სერტიფიკატი ). თუ ტვირთგამგზავნს არა აქვს მოწმობა ( სერტიფიკატი )‚ მარცვლეული ტვირთი და მისი გადამუშავების პროდუქტები გადასაზიდად არ მიიღება .

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/83.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/85.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
