---
title: "მუხლი 98 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
url: "https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/98"
law: "“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”"
article: "98"
identifier: "26"
adopted: "2003-04-18"
consolidated_as_of: "2017-07-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 98 — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

> Text consolidated as of 2017-07-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 98 (consolidated as of 2017-07-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/98

1. ტვირთის თანხლებით გადაზიდვის წესი არეგულირებს ტვირთის გადაზიდვას ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების წარმომადგენლის ( შემდგომ – გამყოლი ) თანხლებით .

2. გამყოლის თანხლებით სავაგონო გზავნილებით გადაიზიდება შემდეგი ტვირთი :
ა ) ცხოველები ;
ბ ) ცოცხალი თევზი და თევზსაშენი მასალა ( ლიფსიტები );
გ ) მალფუჭებადი და სასურსათო ტვირთი , რომელიც გადაზიდვისას მოითხოვს სპეციალურ მომსახურებას ( გათბობას , ვენტილირებას , მოვლას );
დ ) ღვინო , ღვინომასალა და საკონიაკო სპირტი , რომელიც ჩასხმით გადაიზიდება სპეციალიზებულ მოძრავ შემადგენლობაზე ( იზოთერმულ ვაგონ - ცისტერნებზე , თერმოს - ცისტერნებზე );
ე ) ღვინო , არაყი , კონიაკი ღია ყუთებში ;
ვ ) სამუზეუმო და ანტიკვარული ფასეულობანი ;
ზ ) სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა ( თბომავლები , ელმავლები , ორთქლმავლები , ძრავამავლები , ვაგონები , მათ შორის , სპეციალური დანიშნულების თბომავალი ავტოდრეზინები , ავტომოტრისები , დიზელ და ელექტრომატარებლების ვაგონები , მოძრავი სატვირთო ამწეები , ელექტროსადგურები , ენერგომატარებლები და სარკინიგზო სვლის მქონე სხვა მოწყობილობა ), რომელიც გადაიზიდება თავის ღერძებზე უმოქმედო მდგომარეობაში ; ლოკომოტივების ტენდერები ;
თ ) ბაქნებზე გადასაზიდი ლოკომოტივები , რომლებიც განკუთვნილია ვიწროლიანდაგიანი რკინიგზისთვის ;
ი ) ავტომობილები , ტრაქტორები , ყველა დასახელების მოტორიზებული მანქანები , რომლებიც ნამყოფია ექსპლუატაციაში , მათ შორის სარემონტოდ ან რემონტის შემდეგ გადასაზიდი ;
კ ) სპეციალური ავტომობილები , სპეციალიზებული ავტომობილები და ავტოცისტერნები ( მათ შორის , ნავთობპროდუქტების , წყლის , თხევადი გაზისა და სათბობგამწყობების გადაზიდვისათვის ), სპეციალური ძარების მქონე ავტომობილები ; სავეტერინარო სამსახურის , მოსახლეობის კულტურული და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფურგონ - ავტომობილები ; მოძრავი სახელოსნოები ავტომობილებზე , მათ შორის ავტომობილ - ლაბორატორიები ; ტექნიკური დახმარების ავტომანქანები , სახანძრო მანქანები , ავტობეტონსარევები ; გზების გამწმენდი საფრქვეველიანი ავტომობილები , რენტგენის , სასწრაფო დახმარების , სარეანიმაციო და სხვა ავტომობილები , რომლებიც აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობით ;
ლ ) ტვირთი , რომელიც გადაიზიდება სვლის გზაზე ნაწილობრივი განტვირთვით ან დამატებითი დატვირთვით ;
მ ) საფრთხეშემცველი ტვირთი , რომლის სავალდებულო თანხლება გათვალისწინებულია „ რკინიგზით საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესით “.

3. საერთაშორისო მიმოსვლით გადასაზიდი ტვირთის ნუსხა და მისი თანხლების წესი განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით .

4. სპეციალური ტვირთის დაცვას უზრუნველყოფს სატრანსპორტო პოლიცია და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილი ორგანო . დასაცავი ობიექტებისა და ტვირთის ნუსხა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით .

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/97.md
Next article: https://legal.ge/ka/law/55156-rkinigzit-tvirtis-gadazidvis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/99.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
