---
title: "მუხლი 7 — საპარლამენტო ფრაქციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5529024-saparlamento-praktsiis-shesakheb/7"
law: "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 5529024"
adopted: "1994-06-02"
consolidated_as_of: "1994-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

> Text consolidated as of 1994-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საპარლამენტო ფრაქციის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 1994-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5529024-saparlamento-praktsiis-shesakheb/7

პარლამენტის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებ ის წერილობით აცნობებს ფრაქციის თავმჯდომარეს და პარლამენტის სპიკერს .
ფრაქციას შეუძლია წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის წევრი გარიცხოს ფრაქციიდან, რის შესახებაც ეცნობება პარლამენტის სპიკერს.
ფრაქციას უფლება აქვს თავის შემადგენლობაში მიიღოს ახალი წევრი, რის შესახებ აცნობებს პარლამენტის სპიკერს. შეტყობინებას თან ერთვის პარლამენტის წევრის განცხადება.
ფრაქცია, რომლის წევრთა რაოდენობა მის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების შედეგად 10-ზე ნაკლები ხდება, ჩაითვლება გაუქმებულად, თუ ორი კვირის ვადაში ეს რაოდენობა არ შეივსება ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი აბზაცით დადგენილ ნორმამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5529024-saparlamento-praktsiis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5529024-saparlamento-praktsiis-shesakheb/8.md
