---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5571505-machakhelas-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1"
law: "მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5571505"
adopted: "2022-09-20"
consolidated_as_of: "2022-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2022-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2022-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5571505-machakhelas-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1

1. ეს კანონი არეგულირებს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5571505-machakhelas-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2.md
