---
title: "მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5571505-machakhelas-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2"
law: "მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 5571505"
adopted: "2022-09-20"
consolidated_as_of: "2022-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2022-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2022-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5571505-machakhelas-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2

1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნა;
ბ) მოაწესრიგოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (სამართლებრივი მექანიზმი);
გ) შექმნას მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის სისტემა;
დ) მოაწესრიგოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის მექანიზმები;
ე) უზრუნველყოს ეკოსისტემური სერვისების დაცვისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების განვითარების ხელშეწყობა.

2. ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფარგლებში:
ა) ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიითა და კულტურით გამორჩეული მაჭახელას ხეობის ტერიტორიის დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას;
ბ) უზრუნველყოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა;
გ) უზრუნველყოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება;
დ) ხელი შეუწყოს რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5571505-machakhelas-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5571505-machakhelas-datsuli-landshaptis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3.md
