---
title: "მუხლი 1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/1"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/1

–
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო
საქართველოს რესპუბლიკაში აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი უფლებამოსილია გადაწყვიტოს სახელმწიფო მმართველობის ყველა საკითხი, რომელიც არ შედის საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის თავმჯდომარის
–
სახელმწიფოს მეთაურის კომპეტენციაში.
მინისტრთა კაბინეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩარევა დაუშვებელია გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/2.md
