---
title: "მუხლი 12. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კომპეტენციის ზოგადი საკითხები — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/12"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კომპეტენციის ზოგადი საკითხები — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/12

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი უფლებამოსილების შესაბამისად:
ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკას;
იღებს ზომებს სახელმწიფო უშიშროებისა და ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, მოქალაქეების უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად;
ახორცილებს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამას, ქმნის პირობებს ადგილობრივი მმართველობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფუნქციონირებისათვის;
შეიმუშავებს და წარუდგენს პარლამენტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და ასრულებს დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტს;
განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, დეპარტამენტებისა და სხვა დაქვემდებარებულ ორგანოთა ფუნქციებს, ამტკიცებს მათი საქმიანობის დებულებას, შენახვის ხარჯებს მმართველობის ორგანოების შესახებ ასიგნებათა ფარგლებში, კონტროლსა და კოორდინაციას უწვეს მათ საქმიანობას;
უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებისა და საკუთარი ნორმატიული გადაწყვეტილებების შესრულებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/13.md
