---
title: "მუხლი 13. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ძირითადი უფლებამოსილებანი სოციალური განვითარების სფეროში — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/13"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ძირითადი უფლებამოსილებანი სოციალური განვითარების სფეროში — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/13

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:
ახორციელებს ღონისძიებებს ეკონომიკური განვითარების შესაბამისად რესპუბლიკის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისათვის;
ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას მოსახლეობის მიგრაციის რეგულირების, ოჯახის, დედათა და ბავშვთა დაცვის სფეროში;
იღებს ზომებს რესპუბლიკის შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების უზრუნველსაყოფად, შრომისა და დასკვნების შესაფერისი პირობების შესაქმნელად;
ახორციელებს ერთიან პოლიტიკას მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისათვის, იღებს ზომებს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებისათვის, სპორტისა და ტურიზმის განვითარებისათვის;
უზრუნველყოფს ეკონომიკურ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ რესპუბლიკის ყოველმა მცხოვრებმა მიიღოს მისთვის სასურველი განათლება, პროფესია და კვალიფიკაცია რესპუბლიკის საჭიროების გათვალისწინებით;
ხელს უწყობს რესპუბლიკაში მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებას, ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის;
იღებს ზომებს რესპუბლიკის მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით, სამრეწველო საქონლითა და სხვა მომსახურებით უზრუნველყოფისათვის;
ახორცილებს ღონისძიებებს საბინაო ფონდის განვითარებისათვის; ხელს უწყობს საბინაო მშენებლობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/14.md
