---
title: "მუხლი 14. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ძირითადი უფლებამოსილებანი ეკონომიკის სფეროში — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/14"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ძირითადი უფლებამოსილებანი ეკონომიკის სფეროში — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/14

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:
განაგებს სახელმწიფო ქონებას, ქმნის საკუთრების ყველა ფორმის განვითარებისათვის შესაფერის პირობებს;
ეკონომიკური და სამართლებრივი საშუალებებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე აწესრიგებს მეურნეობის ყველა დარგისა და საკუთრების სუბიექტების საქმიანობას;
აწესებს ეროვნული შემოსავლის გამოყენებისა და მეურნეობის განვითარების რაციონალურ პროცესებს, შეიმუშავებს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგნოზებს;
ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას ფულის მიმოქცევისა და კრედიტის სფეროში;
შეიმუშავებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტს, ადგენს ფასწარმოქმნის წესს;
ახორციელებს შრომის ანაზღაურების საერთო პოლიტიკას;
ორგანიზაციას უწევს და არეგულირებს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობებს; აწესებს კვოტებს და საბაჟო გადასახადს, წარმართავს საბაჟო სამსახურს;
განაგებს რესპუბლიკის ბუნებრივ რესურსებს, აწესებს ბუნებათსარგებლობის ლიმიტებსა და ნორმატივებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/15.md
