---
title: "მუხლი 15. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ძირითადი უფლებამოსილებანი კანონიერების უზრუნველყოფის სფეროში — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/15"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ძირითადი უფლებამოსილებანი კანონიერების უზრუნველყოფის სფეროში — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/15

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:
იღებს ზომებს მოქალაქეების უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებისათვის;
ახორციელებს კონტროლს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და სხვა საქვეუწყებო ორგანოთა მიერ კანონმდებლობის შესრულებისადმი, განსაზღვრავს მეურნეობაში სამართლებრივი მუშაობის ძირითად მიმართულებებს;
ზრუნავს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში სამართლებრივი რეგულირების სრულყოფისათვის;
იღებს ზომებს მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისათვის;
უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეაჩეროს სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების აქტების მოქმედება, გააუქმოს სამინისტროებისა და თავისი სხვა საქვეუწყებო ორგანოების კანონსაწინააღმდეგო აქტები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/16.md
