---
title: "მუხლი 18. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ურთიერთობათა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოებთან — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/18"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ურთიერთობათა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოებთან — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/18

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების მუშაობას.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ იმ საკითების გადაწყვეტაში, რომლებიც ავტონომიურ რესპუბლიკათა ინტერესებს ეხება, მონაწილეობენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში განსახილველად შეაქვთ წინადადებანი იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას მოითხოვენ.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი უზრუნველყოფს საჭირო ურთიერთმოქმედებას აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებსა და საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოებს შორის მათ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად და ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხთა გადასაწყვეტად.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს შეაჩეროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების დადგენილებათა და განკარგულებათა შესრულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/19.md
