---
title: "მუხლი 19. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ურთიერთობა სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/19"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ურთიერთობა სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/19

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი უფლებამოსილების შესაბამისად:
წარმართავს და აკონტროლებს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობას;
აუქმებს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების აქტებს, თუ ისინი არ შეესაბამებიან საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას;
მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების მართვასა და დაცვას;
განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, გარემოს დაცვის განვითარების საერთო მიმართულებებს.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი  -  პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/20.md
